პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს მარნეულის რაიონის მოსახლეობას შეხვდება და იმ პრობლემებით დაინტერესდება, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ.
როგორც "ნიუსპრესს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მარნეულში შეხვედრისას ბაქრაძე ახალ პროექტებზეც ისაუბრებს, რომელიც ბოლო პერიოდში ხორციელდება.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქსა და რაიონში უკვე გამართა მოსახლეობასთან შეხვედრა, სადაც ძირითადად ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებზე იყო საუბარი.
მსგავს შეხვედრებს დავით ბაქრაძე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც გამართავს.
