საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მიმდინარე კვირაში შემაჯამებელ
სხდომას პარლამენტში გამართავს, რის შემდეგაც დეპუტატები ცვლილებებზე მსჯელობას დაიწყებენ.
კომისიამ ერთი თვის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შეხვედრები გამართა და ექსპერტებისა და მოსახლეობის მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები მოისმინა.
საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა 21 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს ეძლევათ, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და აქ 10 წელი მაინც უცხოვრიათ.
