გამყრელიძე კამპანიის - „ქართული სოფლისთვის“ შედეგებს დღეს შეაჯამებს
გამყრელიძე კამპანიის - „ქართული სოფლისთვის“ შედეგებს დღეს შეაჯამებს
08:56 07.05.2012
„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე დავით გამყრელიძე პარტიის კამპანიის - „ქართული სოფლისთვის“ პირველი ეტაპის შედეგებს დღეს შეაჯამებს.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამყრელიძე დღეს პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენციაზე პარტიის თამჯდომარე საზოგადოებას იმ ძირითად პრობლემებს გააცნობს, რომლებიც რაიონებში ვიზიტებისას „ახალი მემარჯვენების“ წევრებს სოფლების მოსახლეობამ გააცნო.
გამყრელიძე მედიის წარმომადგენლებს კამპანიის შემდგომი ეტაპის სტრატეგიასაც გააცნობს, რომელიც მათივე თქმით, სხვაგვარი სახით გაგრძელდება.
„ახალმა მემარჯვენეებმა“ კამპანია „ქართული სოფლისთვის“ მარტში დაიწყეს. კამპანიის ფარგლებში მათი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებში მოსახლეობასთან 700 -მდე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრებზე პარტიის წევრები მოსახლეობის პრობლემებს ეცნობოდნენ.

ბეჭდვა