აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გეგმები დღეს გახდება ცნობილი
აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გეგმები დღეს გახდება ცნობილი
08:54 07.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 26-27 მაისისთვის დაგეგმილი აქციების დეტალები დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

„მიტინგებთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაცია დღეისთვის დაზუსტდება“ - განაცხადა მან.

კოალიცია 26-27 მაისს აქციების გამართვას გეგმავს. მათ თბილისის მერიამ 26 მაისს ქალაქში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების გამო, აქციების ჩატარებაზე უარი უთხრა, 27 მაისისთვის კი - თანხმობა მისცა. კონკრეტულად სად გაიმართება აქცია ჯერ ცნობილი არ არის.

ბეჭდვა