ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ხვალ სტუდენტებს შეხვდება
ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ხვალ სტუდენტებს შეხვდება
19:18 06.05.2012
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ხვალ, ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში, სტუდენტებს შეხვდება.
როგორც „ნიუსპრესს“ ედპ-ს პრესცენტრიდან აცნობეს, შეხვედრა პარტიის განახლებული პროგრამის „დასაქმებული საქართველოს“ ფარგლებში შედგება.
პრესცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ახალგაზრდობის განათლებისა და მათი შემდგომი დასაქმების საკითხებს შეეხება. პარტიის ლიდერი სტუდენტების კითხვებსაც უპასუხებს.
ედპ-ს ლიდერი ახალგაზრდებს, ქვეყნის უსაფრთხოებისა და მისი დემოკრატიულად განვითარების საკითხებში პარტიის პოლიტიკურ პოზიციას და სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამას გააცნობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი დასაქმებაა.




ბეჭდვა