დავით ბაქრაძე ხვალ გერმანიას ეწვევა
დავით ბაქრაძე ხვალ გერმანიას ეწვევა
17:56 06.05.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით ხვალ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაქრაძე ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარეს ნორბერტ ლამერსს შეხვდება. იგივე ასევე, ბუნდესტაგში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან რუპრეხტ პოლენცთან და კომიტეტის წევრებთან გეგმავს შეხვედრას.

პარლამენტის თამჯდომარე სიტყვით გამოვა კონრად ადენაუერის ფონდში და საქართველოს საელჩოში ვოლფგანგ ბიორნზენის წიგნის პრეზენტაციას დაესწრება.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას, რომელსაც დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ვეფხვაძე, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი წარმოადგენენ.

დელეგაცია საქართველოში 10 მაისს დაბრუნდება.

ბეჭდვა