პარტია "თავისუფალი საქართველო" სოლიდარობას უცხადებს "ლეიბორისტულ პარტიას" და მის მიერ სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ინიცირებულ აქციებს უერთდება.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტთან "ლეიბორისტულმა პარტიამ" სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქცია გამართა. აქციაში მონაწილეობა "თავისუფალი საქართველო"-ს გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ მიიღო.
