სააკაშვილი პოლიციის მთავარ დამსახურებად საზოგადოების მენტალობის ცვლას მიიჩნევს
სააკაშვილი პოლიციის მთავარ დამსახურებად საზოგადოების მენტალობის ცვლას მიიჩნევს
15:12 06.05.2012
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პოლიციის რეფორმის მთავარ დამსახურებად დანაშაულის მიმართ საზოგადოების მენტალობისა და დამოკიდებულების ცვლას მიიჩნევს.   ამის შესახებ სააკაშვილმა გორში, პოლიციის საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ბოლო რამდენიმე წელიწადში პოლიციის დამსახურებები აურაცხელია, მაგრამ მთავრი დამსახურება არის ის, რომ დანაშაულის როლის, სამართალდამცავი ორგანოების, პოლიციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების, მენტალიტეტის, აღქმის და განწყობის პრაქტიკულად ძირფესვიანად გამოცვლა მოხდა“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა გაიხსენა, რომ მის ბავშვობაში მისაბაძი მაგალითი არა პოლიციელი, არამედ „კანონიერი ქურდი და მოჩალიჩე კანონდამრღვევი ელემენტი“ იყო და ამ სიტუაციის რადიკალურად შემობრუნების იმედი არავის ჰქონდა, თუმცა, ეს მოხერხდა.

ბეჭდვა