საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პრეზიდენტმა დღეს წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.
ორდენი მერაბიშვილს გორში, პოლიციის აღლუმის დასრულების შემდეგ გადაეცა.
„მე მინდა თქვენი და ჩემი სახელით დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რომელმაც ჩვენთან ერთად გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართული პოლიციის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებაში“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, წინ კიდევ ბევრი სირთულეა, მერაბიშვილმა ბევრი რამ გააკეთა, თუმცა, კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ ღირსია იმსახურებდეს საზოგადოების პატივისცემას.
მან ვანო მერაბიშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
