გორში მიხეილ სააკაშვილმა აჭარის რევოლუციზეც ისაუბრა
გორში მიხეილ სააკაშვილმა აჭარის რევოლუციზეც ისაუბრა
15:00 06.05.2012
გორში პოლიციის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა აჭარის რევოზლუციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს აჭარის საკონსტიტუციო სივრცეში დაბრუნების 8 წლისთავიც აღინიშნება.
„საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში სეპარატისტის, ადგილობრივი ფეოდალის ასლან აბაშიძის ქვეყნიდან გაძევების დღესაც აღვნიშნავთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასლან აბაშიძემ იგორ ივანოვთან ერთად ბათუმიდან მაშინვე გაკურცხლა, როდესაც ქალაქში შინაგანი ჯარის პირველი შენაერთი შევიდა“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ჯარის დარაზმვის საქმეში აჭარის მოსახლეობამ დიდი როლი ითამაშა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 8 წლის წინ, აჭარაში შინაგანმა ჯარმა სიტუაციის შემდგომ სტაბილიზაციასა და განუკითხაობის არდაშვებშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ბეჭდვა