გორის ცენტრალურ მოედანზე პოლიციის საზეიმო აღლუმი დაიწყო.
საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფის 5 ათასამდე პოლიციელი მონაწილოებს.
გარდა ფეხოსნებისა, საზეიმო აღლუმში შსს-ს ტექნიკა- ჯავშანტრანსპორტიორები “მგელი“, კობრა“, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან წარმოდგენილი.
საზეიმო მოწყობას მუსიკალურად ორკესტრი აფორმებს.
გორში უკვე საქართველოს პრეზიდენტიც ჩავიდა. ის აღლუმის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
6 მაისს ქართული პოლიციის დღე უკვე მესამე წელია აღინიშნება.
