აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გეგმები ხვალ გახდება ცნობილი
აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გეგმები ხვალ გახდება ცნობილი
13:56 06.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 26-27 მაისისთვის დაგეგმილი აქციების დეტალები ხვალ გახდება ცნობილი.  ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

„მიტინგებთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაცია ხვალ დაზუსტდება“ - განაცხადა მან.

კოალიცია 26-27 მაისს აქციების გამართვას გეგმავს. მათ თბილისის მერიამ 26 მაისს ქალაქში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძებების გამო, აქციების ჩატარებაზე უარი უთხრა, 27 მაისისთვის კი - თანხმობა მისცა. კონკრეტულად სად გაიმართება აქცია ჯერ ცნობილი არ არის.


ბეჭდვა