ივანიშვილი არსებული ხელისუფლების პოლიტიკურ დევნას არ აპირებს
ივანიშვილი არსებული ხელისუფლების პოლიტიკურ დევნას არ აპირებს
13:49 06.05.2012

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, არსებული ხელისუფლების წარმომადგენლების პოლიტიკურ დევნას არ დაიწყებს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.



„ვადასტურებ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ყოფილი მთავრობის არც ერთ მოხელეზე, პრეზიდენტის ჩათვლით, პოლიტიკური დევნის განხორციელებას არ ვაპირებ“ - განაცხადა ივანიშვილმა.

დღესვე, მან რამდენიმე გაზეთ „ალიაში“ გამოქვეყნებული მისი ინტერვიუს დეტალები დააზუსტა აღნიშნა, რომ „ალიას“ ჟურნალისტთან გელა ზედელაშვილთან ინტერვიუში ამ თემაზე ისაუბრა, თუმცა, მას კონკრეტული პირები არ დაუსახელებია.

„ჩემი მხრიდან ასეთ პიროვნებებზე კონკრეტიკა არ ყოფილა და ეს ჟურნალისტის ინტერპრეტაციაა“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მას გელა ზედელაშვილისთვის არც ნომერ პირველი ჟურნალისტი უწოდებია.

„სიტყვა „ნომერ პირველი“ ინტერვიუში არ მიხსენებია. გელა ზედელაშვილს უბრალოდ ვუთხარი, რომ ალბათ, საქართველოში „ალიას“ ჟურნალისტებიდან ის ყველაზე პოპულარულია“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

მან ასევე უარყო, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურაჯანაძის ხელისუფლებასთან კავშირში დადანაშაულების ფაქტი.


ბეჭდვა