პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი „ქართული პარტიის“ ლიდერთან ირაკლი ოქრუაშვილთან თანამშრომლობას არ გეგმავს. ამის შესახებ დღეს ჟურანლისტებს ივანიშვილმა თავად განუცხადა.
ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ „ქართულმა პარტიამ“ მის ერთ-ერთ წევრთან ეროსი კიწმარიშვილთან ურთიერთობა გაწყვიტა, რის მიზეზადაც კიწმარიშვილისადმი ივანიშვილის უარყოფითი დამოკიდებულება დასახელდა.
„მსგავსი ინფორმაცია არ მსმენია. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ოქრუაშვილთან ურთიერთობა არ იგეგმება“ - განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი დღეს სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღვთისმსახურებას ესწრებოდა.
