პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, გაზეთ „ალიას“ ჟურნალისტს გელა ზედელაშვილს საკუთარი სიტყვების ინტერპრეტირებაში ადანაშაულებს.
ივანიშვილი „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებებს დღეს გამოეხმაურა, სადაც ბურჯანაძე ითხოვდა განემარტა ივანიშვილს, მართლაც მისი ნათქვამი იყო თუ არა გაზეთ „ალიაში“ გამოქვეყნებული ივანიშვილის ინტერვიუს ფრაგმენტი, სადაც ბიზნსმენი ამბობდა, რომ ბურჯანაძე ხელისფლებასთან შეკრულია და რომ მისმა მეუღლემ ბადრი ბიწაძე სწორედ ამიტომ მოახრეხა ქვეყნიდან გასვლა.
ივანიშვილი განმარტავს, რომ მსგავსი განცხადება ინტრვიუს დროს მას არ გაუკეთებია.
„ჟურნალიტმა ჩვენი საუბარი ბურჯანაძესთან დაკავშირებით თავისებურად ააწყო. როგორც მახსოვს, თავად გელა ზედელაშვილმა განაცხადა, თუ როგორ გავიდა ბურჯანაძის მეუღლე საზღვარგარეთ. მე კი ავღნიშნე, რომ ხელისუფლებას მისი გასვლა აწყობდა, რადგან არ სურდა ქვეყანაში მსგავსი პატიმარი ჰყოლოდა. ამას ხელისუფლებასა და ბურჯანაძეს შორის შეთანხმებას ვერ დავარქმევ და ეს ინტერვიუშიც აღვნიშნე. მე და ზედელაშვილი ამაზე შევთანხმდით“ - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ბურაჯანაძის მხირდან მსგავსი რეაქცია აბსოლუტურად გაუგებარია.
„ალიასთან“ ინტერვიუში ბურჯანაძესთან დაკავშირებით აღვნიშნე, რომ ამ საკითხზე მრავალი განცხადება გაკეთდა და მე ახალი არაფერი მქონდა სათქმელი“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
