ჯონდი ბაღათურია ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება
ჯონდი ბაღათურია ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება
12:30 06.05.2012
დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ხვალ ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც „სიძულვილის ენას“ დაგმობს.  
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, საუბრის თემა საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში ქსენოფობიური ტენდენციები, სიძულვილის ენაზე საუბარი და ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფის კონკრეტული ფაქტები იქნება.
ბაღათურია ასევე ისაუბრებს 24 მარტს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც მასსა და უმრავლესობის წევრს, მარნეულის მაჟორიტარ დეპუტატ აზერ სულეიმანოვს შორის მოხდა. სულეიმანოვმა ბაღათურია ჯონდი ბაღათურიანად მოიხსენია. სულეიმანოვის მიერ გაკეთებული განცხადება - „სომეხი კოლეგა ბატონი ჯონდი ბაღათურიანი თავის სომხურ აზრზე დარჩა“, სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაგმეს.
ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაგეგმილი შეხვედრა პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

ბეჭდვა