პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს აჭარაში საჩითილე მეურნეობას გახსნის. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.
ღონისძიებას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წევრები, მათ შორის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვაშალომიძე დაესწრება.
დღეს ბათუმში განახლებული შეიხის ქუჩის გახსნაც იგეგმება, სადაც ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.
აჭარაში დღეს გიორგობის დღესასწაულთან ერთად, აჭარის რევოლუციის 8 წლისთავი აღინიშნება.
