ცხინვალში, ჟენევის დისკუსიის ფარგლებში შეხვედრა უკვე დასრულდა.
სააგენტო ,,ოსინფორმის"" ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის
სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში - ბორის ჩოჩიევმა აღნიშნა, რომ მსგავსი სახის შეხვედრები ოსური მხარისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. მანვე უკმაყოფილება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ დროა ჟენევის დისკუსიის ფარგლებში მუშაობა დაიწყოს "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" განვითარებისა და ტერიტორიული უსაფრთხოების სამომავლო გეგმების განხილვაზე და არა ძველი პრობლემების გადაწყვეტაზე. მისი თქმით, ჟენევის დისკუსია სწორედ ამ მიზნით შეიქმნა.
შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი, ეუთოს წარმომადგენელი ანტი ტურუნენი, გაეროს წარმომადგენელი პადრიგ მერფი, დე-ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი, დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი და დე-ფაქტო სახალხო უფლებათა დამცველი დავით სანაკოევი ესწრებოდნენ.
