გორში დღეს ქართული პოლიციის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ აღლუმში 5 ათასამდე პოლიციელი მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა.
აღლუმს შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, მინისტრები და დიპლომატიური კორპუსისი წარმომადგენლები დაესწრებიან.
გორში დაგეგმილი აღლუმი 12.00 საათზე დაიწყება.
6 მაისი, ქართული პოლიციის დღედ 2010 წელს გამოცხადდა. წელს ეს თარიღი მესამედ აღინიშნება.
