დავით ბაქრაძე 7–9 მაისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვევა
დავით ბაქრაძე 7–9 მაისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვევა
17:59 05.05.2012
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 7–9 მაისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში ჩავა.
როგორც „ნიუსპრესს“ პარლამენტის პრესსამსახურმა აცნობა, დავით ბაქრაძე გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარეს ნორბერტ ლამერსს შეხვდება. იგი ბუნდესტაგში შეხვედრას გამართავს ასევე საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რუპრეხტ პოლენცთან და კომიტეტის წევრებთან.
დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებით გამოსვლა კონრად ადენაუერის ფონდში. დავით ბაქრაძე საქართველოს საელჩოში ვოლფგანგ ბიორნზენის წიგნის პრეზენტაციასაც დაესწრება.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობს, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი შედიან.

ბეჭდვა