ლეიბორისტების ინფორმაციით ხელისუფლებამ საავადმყოფოში შესვლაზეც გადასახადი დააწესა
ლეიბორისტების ინფორმაციით ხელისუფლებამ საავადმყოფოში შესვლაზეც გადასახადი დააწესა
17:19 05.05.2012
ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სოსო შატბერაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ საავადმყოფაში შესვალზეც კი გადასახადი დააწესა.
„ავადმყოფმა ძვირადღირებული წამლები უნდა შეიძინოს, რის საშუალებაც მას არ აქვს. ექიმის სანახავად მისულს კი, საავადმყოფოს ზღურბლზე გადაბიჯებისთანავე 40-80 ლარიან გადასახადს ახდევინებენ“ - განაცხადა შატბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე და ჟურნალისტებს 60 ლარიანი გადასახადის ქვითარი წარუდგინა, რომელიც ერთ-ერთი საავადმყოფოში მისულ ადამიანს გადაახდევინეს.
შატბერაშვილის თქმით, საავადმყოფოს შესასველებში „სპეცრაზმის თანამშრომელები“ დგანან, რომელიც ექიმებზე და ავადმყოფებზე ტოტალურ კონტროლს ახორციელებენ.
მისი ინფორმაციით, ეს გადასახადი დაახლოებით ერთი თვეა რაც დაწესდა.

ბეჭდვა