გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე სტუდენტებს შეხვდა
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე სტუდენტებს შეხვდა
17:07 05.05.2012
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგინიძე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს ღონისძიება „თბილისი+35"-ის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
წელს მსოფლიოში გარემოსდაცვით განათლებაზე მუშაობის 35 წელი სრულდება, რომელსაც საფუძველი საქართველოში "თბილისის დეკლარაციით" ჩაეყარა. გარემოსდაცვით განათლებაზე თბილისის 1977 წლის მთავრობათაშორისო კონფერენციის 35 წლის იუბილის აღსანიშნავად სექტემბერში საერთაშორისო ღონისძიება "თბილისი+35" გაიმართება.
შეხვედრაზე სტუდენტებს 1977 წელს ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმიც აჩვენეს.

ბეჭდვა