ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სახელმწიფო დაზღვევის ხელმისაწვდომობის ადგილზე შემოწმების მიზნით, ქედაში მცხოვრებ შერვაშიძეების სოციალურად დაუცველ ოჯახს ეწვია.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოჯახი მიზნობრივი სახელმწიფო დახმარების მიმღებთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან არის რეგისტრირებული. შერვაშიძეები სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას და ჯანმრთელობის დაზღვევას იღებენ.
აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქედაში, შპს ,,უნიმედ აჭარას" კუთვნილი მრავალპროფილური 25 საწოლიანი სამედიცინო ცენტრიც დაათვალიერა. სამედიცინო ცენტრში 61 ადამიანი, მათ შორის 20 ექიმი და 24 ექთანია დასაქმებული.
