„სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის“ წევრები ხათუნა კალმახელიძესთან შეხვედრას მომავალ კვირაშიც მოითხოვენ
„სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის“ წევრები ხათუნა კალმახელიძესთან შეხვედრას მომავალ კვირაშიც მოითხოვენ
15:14 05.05.2012
„სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის წევრები ხათუნა კალმახელიძესთან შეხვედრას მომავალ კვირაშიც შეეცდებიან.  ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის“ წევრმა შორენა შავერდაშვილმა განუცხადა.
„ჩვენ არ გავჩერდებით, მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან შეხვედრას კვლავ მოვითხოვთ რადგან მან პასუხი უნდა გაგვცეს შეკითხვაზე - რატომ იღუპება სასჯელაღსრულების დაწესებულებეში ამდენი პატიმარი“ - განაცხადა შორენა შავედრაშვილმა.
მისივე განცხადებით, ოფიციალური მონაცემებით, შარშან ციხეში 140 დაიღუპა, აქედან 40 დაღუპული წამების მსხვერპლი იყო.
შავერდაშვილის თქმით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ხათუნა კალმახელიძესთან შეხვედრის მოთხოვნით ოფიციალური წერილით გუშინ მიმართეს და პასუხს 10 დღის ვადაში ელოდებიან.
შავერდაშვილი დღეს პარლამენტის წინ რიგითი მოქალაქეების მიერ სოციალური ქსელის საშუალებით დაგეგეგმილ აქციას ესწრებოდა, რომელიც ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გაიმართა. დელიანიძე მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 1 მაისს გარდაიცვალა.



ბეჭდვა