ხვალ გორში ქართული პოლიციის დღე აღინიშნება
ხვალ გორში ქართული პოლიციის დღე აღინიშნება
13:27 05.05.2012
გორში ხვალ ქართული პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.  მასში მონაწილეობას ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ.
გორში დაგეგმილ ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, დეპუტატები და მინისტრები დაესწრებიან.
6 მაისი, ქართული პოლიციის დღედ 2010 წელს გამოცხადდა. წელს ეს თარიღი მესამედ აღინიშნება. 6 მაისი აჭარის რევოლუციის დღეც არის.



ბეჭდვა