"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ცნობით, ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე,
პრეზიდენტის მიერ გახსნილ პალმების ხეივანში ხელახალი სამუშაოები დაიწყო, იქ მდებარე საციგურაო მოედანი კი მოხსნეს და ზესტაფონის რაიონს აჩუქეს.
მათივე ინფორმაციით, ქუთაისის ავტოქარხნის ტერიტორიაზე ეგვიპტელების მიერ გახსნილ საწარმოში, სადაც 24000 ადამიანი უნდა დასაქმებულიყო, 100 ადამიანი მუშაობს. რამდენიმე თვეა შეჩერებულია მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესის" ფუნქციონირებაც .
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები და ფუჭი პროექტების დაფინანსება შეწყვიტოს. უმჯობესი იქნება ეს თანხები რეგიონში არსებული მძიმე სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად იქნეს მიმართული" - აცხადებენ "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის რეგიონულ ორგანიზაციაში.
