საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ ფერმერული მეურნეობის განვითარების შესახებ ახალ კანონპროექტს ამზადებს, რომელიც პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.
ფრაქციის თავმჯდომარის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, სოფლის მეურნეობა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 15%-ით უნდა დაფინანსდეს, რაც 900 მილიონამდე ლარს შეადგენს.
„ეს ხელს შეუწობს გლეხური მეურნეობის განვითარებას და ფერმერული კოოპერაციების შექმნას. რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყნისთვის პრიორიტეტული დარგი გახდება“ - აღნიშნა „ნიუსპრესთან“ საუბარში ახვლედიანმა.
მისივე თქმით, „ქრისტიან-დემოკრატებმა“ ახალ კანონპროექტზე მუშაობისას მეცნიერებთან და სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტებთან გაიარეს კონსულტაციები.
