პოლიტიკურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დედაქალაქის მერიისგან 27 მაისს ჭავჭავაძის გამზირიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მანიფესტაციის ჩატარების ნებართვა მიიღო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ და სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებიც მაინფესტაციის გამართვაზე ნებართვას ითხოვდნენ, მერიისგან წერილობითი თანხმობა გადაეგზავნათ.
26 მაისს თბილისის მერიას რამდენიმე ღონისძიება აქვს დაგეგმილი.
„არაერთხელ განვაცხდეთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს რიგი ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი. მათ შორისაა ქართული მრეწველობის აღლუმი, რომელიც რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე მოეწყობა. ღონისძიებები, ასევე, დაგეგმილია აღმაშენებლის გამზირზე“ - განაცხადა მერიის პრესსპიკერმა დოლიძემ.
თბილისის ინფორმაციით, პოლიტიკურ გაერთიანებებს უფლება აქვთ ჭავჭავაძის გამზირიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა მოაწყონ.
როგორც ცნობილია, პოლიტიკურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერიას პირველ მაისს წერილობით მიმართა და 26–27 მაისს თბილისში მანიფესტაციის ჩატარებაზე თანხმობა მოითხოვა.
