ხათუნა კალმახელიძესთან შეხვედრის მოთხოვნით „სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის“ წარმომადგებლები უკვე შეიკრიბნენ
ხათუნა კალმახელიძესთან შეხვედრის მოთხოვნით „სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის“ წარმომადგებლები უკვე შეიკრიბნენ
17:31 04.05.2012
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან ხათუნა კალმახელიძესთან  შეხვედრის მოთხოვნით სამინისტროსთან „სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის“ წარმომადგებლები უკვე შეიკრიბნენ.
ისინი კალმახილეძესთან შეხვედრას ციხეში პატიმარი ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების მიზეზებზე სასაუბროდ ითხოვენ.
როგორც კამპანიის ერთ-ერთმა წევრმა ჟურნალისტმა შორენა შავერდაშვილმა განაცხადა, დელიანიძის გარდაცვალების ფაქტი ბევრ კითხვას ბადებს.
მისი თქმით, დელიანიძის ფოტოები, რომლებიც ინტერნეტით გავრცელდა, შემზარავია და გარდაცვლილ პატიმარს წამების კვალი აშკარად აღენიშნება.
შავერდაშვილი აღნიშნავს, რომ საეჭვოა სამინისტროს ოფიციალური ვერსიაც, რომ პატიმარი ვერენიული დაავადებების შედეგად გარდაიცვალა.
„ყოველივე ეს უამრავ კითხვას ბადებს, თანაც ეს არ არის ციხეში პატიმრის გარდაცვალების პირველი ფაქტი, ბოლო დროს, საეჭვო ვითარებაში სოსო ქიმერიძე გარდაიცვალა, ხოლო წელს მთლიანობაში 140 პატიმარზე მეტია გარდაცვლილი. გვსურს ყოველივე ამაზე პასუხები უშუალოდ მინისტრისგან მოვისმინოთ“ - განაცხადა შავერდაშვილმა.

ბეჭდვა