„დემოკრატიული მოძრაობა“ მახაჩყალაში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს
„დემოკრატიული მოძრაობა“ მახაჩყალაში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს
16:48 04.05.2012
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ მახაჩყალაში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„ტერორიზმთან ბრძოლა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. ეს არის თანამედროვე მსოფლიოს „შავი ჭირი“, რომელიც ბოლო წლების მანძილზე სულ უფრო და უფრო მეტ უდანაშაულო ადამიანს უსწრაფებს სიცოცხლეს“ - აცხადებენ მოძრაობაში.

როგორც „ნიუსპრესს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, მოძრაობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 12 ადამიანის გარდაცვალების გამო, დაშავებულებს კი - მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

მახაჩყალაში ორი აფეთქება წუხელ მოხდა, მას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბეჭდვა