ნინო კალანდაძემ ავსტრიაში შეხვედრები გამართა
ნინო კალანდაძემ ავსტრიაში შეხვედრები გამართა
16:31 04.05.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა.   
როგორც კალანდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრებზე საუბარი საქართველოს ოკუპორებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს და ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს შეეხო.
მისივე განმარტებით, განხილვის ერთ-ერთი თემა ეკონომიკის სფეროში საქართველოში განხორციელებული და დაგეგემილი ავსტრიული საინვესტიციო პროექტებიც იყო.
„ავსტრია საქართველოს ტურისტული პოტენციალით დაინტერესებულია. მას სურს, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორებში მეტი ინვესტიცია განახორციელოს“-აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, ვენაში გამართულ შეხვედრებზე ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებიც დაიგეგმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვენაში საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფება.

ბეჭდვა