26 მაისს დეპუტატები ქუთაისში საზეიმო სხდომაზე შეიკრიბებიან
26 მაისს დეპუტატები ქუთაისში საზეიმო სხდომაზე შეიკრიბებიან
16:21 04.05.2012
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საზეიმო სხდომა 26 მაისს, ქუთაისში გაიმართება.

სხდომამდე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება შევა. დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მოქმედ რეგლამენტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების თანახმად, საზეიმო, საიუბილეო სხდომის ჩატარება კანონში ჩაიდება.

საკითხის ინიციატორის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ხათუნა გოგორიშვილის განმარტებით, საქართველოში საპატიო სტუმრის ჩამოსვლასთან, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან ან სხვა მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით საზეიმო, საიუბილეო სხდომა შეიძლება გაიმართოს.

გოგორიშვილის თქმით, მსგავსი საზეიმო სხდომა პარლამენტს აქამდეც ჩაუტარებია, თუმცა, ეს რეგლამენტით არ იყო გაწერილი. მან, მაგალითად საქართველოში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტი მოიყვანა.

აღნიშნულ ცვლილებებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ბეჭდვა