„ლეიბორისტული პარტია“ „მაესტროს“ მტრულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს
„ლეიბორისტული პარტია“ „მაესტროს“ მტრულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს
15:51 04.05.2012
„ლეიბორისტული პარტია“ ტელეკომპანია „მაესტროს“ მტრულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

როგორც „ნიუსპრესს“ „ლეიბორისტული პარტიიდან“ აცნობეს, გუშინ „მაესტროში“ პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის ვიზიტისას, ტელეკომპანიის უსაფრთხოების სამსახურმა ნათელაშვილის თანმხლებ დაცვის მუშაკებს შენობაში შესაშვებად პასპორტების დატოვება მოსთხოვეს.

„გულისტკივილს გამოვთქვამთ ამ უპრეცედენტო მტრული განწყობის გამო და ვაცხადებთ, რომ „მაესტროს” ან მედიის სხვა წარმომადგენლებს პარტიის ოფისში შესასვლელად არასოდეს დასჭირდებათ არანაირი დოკუმენტის დატოვება“- განაცხადეს პარტიაში.


ბეჭდვა