აფხაზური მხარე ინციდენტების პრევენციის და მექანიზმის ფარგლებში მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის პირობებს აყენებს
აფხაზური მხარე ინციდენტების პრევენციის და მექანიზმის ფარგლებში მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის პირობებს აყენებს
13:48 04.05.2012
დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინტბა აფხაზეთის პატივისცემას მოითხოვს და აცხადებს, რომ   ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ანჟეი ტიშკევიჩის დასწრების შემთხვევაში, აფხაზური მხარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოლაპარაკებებში მონაწილეობის აღარ მიიღებს.

„თუ საქართველოს არ აქვს შესაძლებლობა სხვა დამკვირვებელი გააგზავნოს, მაშინ აფხაზური მხარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოლაპარაკებებში მონაწილეობის აღარ მიიღებს“- განაცხადა ხინტბამ.

მისივე თქმით, ტიშკევიჩი აშკარად არ იყო დადებითად განწყობილი მათთან კონსტრუქციული დიალოგისთვის. ტიშკევიჩის წინამორბედი კი, არ იზიარებდა მათ პოლიტიკურ პოზიციას, მაგრამ ყოველ სიტყვაზე პასუხისმგებლობას გრძნობდა.

ხინტბას თქმით, აფხაზეთის მხარეს არ სურს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოლაპარაკებები შეწყდეს, თუმცა, მათი პოზიცია ტიშკევიჩთან მიმართებაში უცვლელია.

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

ბეჭდვა