ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათის" ოთხი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ პეტიციას უერთდება.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური მონიტორინგის უკიდურესად რეპრესირებულ სისტემას აწესებს.
დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ის უერთდება ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ წინადადებათა პაკეტს და მხარს უჭერს კამპანიას "ეს შენ გეხება".
დღეს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი, აგრეთვე, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ ხელმოწერილი პეტიცია საქართველოს პარლამენტს გადაეცა. პარლამენტის საშვთა ბიუროსთან კი აქცია "ეს შენ გეხება" გაიმართა.
