დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტი თავმჯდომარის პოსტზე რასტისლავ ხუგაევის კანდიდატურის განხილვას გეგმავს. ამის შესახებ განცხადებას
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ადმინისტრაციის უფროსი ბორის ჩოჩიევი ავრცელებს.
„აღნიშნულ საკითხს პარლამენტი შაბათს განიხილავს“- განაცხადა ჩოჩიევმა.
რატისლავ ხუგაევი ამჟამად დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია.
