ID-ბარათის ციფრული ხელმოწერის პროცესს დავით ბაქრაძე დაესწრება
ID-ბარათის ციფრული ხელმოწერის პროცესს დავით ბაქრაძე დაესწრება
09:51 04.05.2012
ID-ბარათის ახალი კომპონენტის - ციფრული ხელმოწერის პროცესს და ვებ-გვერდის პრეზენტაციას დღეს „რედისონში“ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და აღმასრულებელი  ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ID ბარათში ინტეგრირებული აუთენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის საშუალებები მასში მოთავსებული დოკუმენტაციისთვის იურიდიული ძალის მინიჭებას უზრუნველყოფს.
პრეზენტაციაზე ციფრულ დოკუმენტებზე ხელმოწერის განხორციელების მიზნით შექმნილ პროგრამულ პაკეტს წარადგენენ.
ID-ბარათი ელექტრონული პირადობის მოწმობაა, რომელიც საქართველოში 2011 წლის 1 აგვისტოდან გაიცემა.


ბეჭდვა