IRI-ის კვლევის თანახმად, რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას გამოკითხულთა 74%-მა დაუჭირა მხარი
IRI-ის კვლევის თანახმად, რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას გამოკითხულთა 74%-მა დაუჭირა მხარი
18:32 03.05.2012
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, რომ საქართველოში  სახელისუფლო ცვლილებები რუსეთთან უერთიერთობის მოგვარებას შეუწყობს ხელს.
კითხვას - გჯერათ თუ არა, რომ სახელისუფლო ცვლილებები რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას შეუწყობს ხელს – 31% ეთანხმება, 21% სწორად არ მიიჩნევს, 10% არ ეთანხმება, ხოლო 21%-ს პასუხი არ აქვს.
კვლევის თანახმად, რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას აუცილებლობას გამოკითხულთა 74%-მა დაუჭირა მხარი.78% მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია ისევ გრძელდება. 10%-ის აზრით, რუსეთის აგრესია მოსალოდნელია, 4%-სთვის აგრესია არ არის მოსალოდნელი, 8%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კვლევა მიმდინარე წლის 20 მარტიდან 6 აპრილის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 18 წლის ასაკის ზემოთ 4 ათას 6 მოქალაქე.

ბეჭდვა