საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 86% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას
შორის დიალოგი უნდა გაგრძელდეს.
კვლევის შედეგებით, 4% დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას ვერ ხედავს, ხოლო 9%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
რესპოდენტთა 51% პოლიტიკური პარტიისთვის ხმის მიცემის დროს მნიშვნელოვან ფაქტორად პიროვნულს მიიჩნევს, 21%-ისთვის პარტია უფრო მნიშვნელოვანია, 24% მიიჩნევს, რომ ორივე მნიშვნელოვანია, ხოლო 4%-მა შეკითხვას პასუხი არ გასცა.
კვლევა მიმდინარე წლის 20 მარტიდან 6 აპრილის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა18 წლის ასაკის ზემოთ 4 ათას 6 მოქალაქე.
