„ქართული დასი“ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართვას უგზავნის.
მასში ჯონდი ბაღათურია ხელისუფლების მიერ ოპონენტების მიმართ განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრობს.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 28 თებერვალს პარლამენტში, პრეზიდენტთან გამართული დებატების დროს „ქართულ დასსა“ და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება მოხდა.
„ქართული დასის“ თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები კორუფციაში დოკუმენტურად ამხილა. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი მოამზადა, რომელიც „ქართული დასის“ მიმართ დისკრიმინაციულია“ – აღნიშნულია მიმართვაში.
პოლიტიკური პარტია იმ ფაქტს აპროტესტებს, რომ „ქართულ დასს“ უფასო სარეკალმო დროის ლიმიტი ჩამოერთვა.
„ეს ფაქტები ერთ–ერთი მაგალითია იმისა თუ, როგორ ახდენს მმართველი უმრავლესობა ოპონენტი ოპოზიციური პარტიების დისკრიმინაციას“– ნათქვამია დიპლომატიურ კორპუსისათვის გაგზავნილ მიმართვაში.
