IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 27% ხელისუფლების წარუმატებლობად ტერიტორიების დაკარგვას მიიჩნევს
IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 27% ხელისუფლების წარუმატებლობად ტერიტორიების დაკარგვას მიიჩნევს
16:52 03.05.2012
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ხელისუფლების მიღწევად გამოკითხულთა 16% ენერგეტიკის სფეროში  გატარებულ რეფორმას მიიჩნევს.
შედეგების მიხედვით, მთავარ მიღწევად გამოკითხულთა 12% - გზების ინფრასტრუქტურას, პოლიციის რეფორმას - 10%, დანაშულის შემცირებას - 9%, ქალაქის ინფრასტრუქტურას - 6%, კორუფციის შემცირებას - 6%, ქვეყანაში წესრიგს - 3%, ხოლო საპენსიო რეფორმას - 3% ასახელებს.
რესპოდენტთა 3%-მა მიღწევად ქვეყნის განვითარება, უსაფრთხოება - 2%-მა, განათლების რეფორმა - 2%-მა დაასახელა.
კვლევის თანახამდ, გამოკითხულთა 27% ხელისუფლების წარუმატებლობად ტერიტორიების დაკარგვას მიიჩნევს, აგვისტოს ომს - 16%, უმუშევრობას - 13%, რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობებს - 6%, ეკონომიკურ კრიზისს - 2%, სოციალურ პრობლემებს - 2%, სოფლის მეურნეობის განუვითარებლობას - 1%, სამედიცინო დაწესებულებებში მაღალ ფასებს - 1%, ფასების ზრდას - 1%, არაფერს კი, - 3% ასახელებს, კითხვაზე პასუხი 18%-მა არ გასცა.
კვლევა მიმდინარე წლის 20 მარტიდან 6 აპრილის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 18 წლის ასაკის ზემოთ 4 ათას 6 მოქალაქე.

ბეჭდვა