საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მმართველ პარტიას პასუხისმგებლობას აკისრებს.
ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა IRI–ის კვლევის შეფასებისას გააკეთა.
„რიცხვები საერთოდ არ გვაინტერესებს. ამ კვლევებში ჩვენთვის მთავარი იმ ინფორმაციის მიღებაა, რომელიც საზოგადოებაშია. მათ შორის დასაქმების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის კუთხით. ნდობა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გაცილებით მაღალია, ვიდრე მეორე მდევარის“ - აღნიშნა მინაშვილმა.
რაც შეეხება ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიერ კვლევის დამკვეთის მიმართ გამოთქმულ უკმაყოფილებას და უნდობლობას, მას მინაშვილმა არასერიოზული უწოდა.
„ეს ადმიანები იმ საკითხებით არ არიან დაინტერესებულნი, რაც საზოგადოებას აწუხებს. ვინც კვლევის დამკვეთებს აკრიტიკებს, მათთვის საინტერესო კულუარული ბროძლა და კონსპირაციის თეორიებია. ამიტომ, აქვთ ასეთი ისტერია გამართული“ - განაცხადა მინაშვილმა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, პარტიული რეიტინგების ნაწილში „ნაციონალურ მოძრაობას“ 45%, „ქართულ ოცნებას“ 18%, „ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას“ კი – 9% აქვს.
IRI-ს კვლევა მიმდინარე წლის 20 მარტიდან 6 აპრილის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 18 წლის ასაკის ზემოთ 4 ათას 6 მოქალაქე.
