გამყრელიძე ევროპარლამენტის კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
გამყრელიძე ევროპარლამენტის კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
16:26 03.05.2012
პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე ევროპარლამენტის კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობის  დელეგაციის ხელმძღვანელს მილან კაბრნოხს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოში 2012 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს შეეხო.
გამყრელიძემ ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს სთხოვა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაზე, რომელიც მომავალი არჩევნების დროს უნდა შეიქმნას და ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის უკანონოდ გამოყენებისა და ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებზე რეაგირება უნდა მოახდინოს.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა შეხვერაზე რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნას „კავკასია 2012“-ს პროვოკაცია უწოდა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს ამ საკითხზე რეაგირება სთხოვა.
შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობისა და გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხებიც განიხილეს.

ბეჭდვა