მოსახლეობის აღწერის მიზნით სამთავრობო კომისია იქმნება
მოსახლეობის აღწერის მიზნით სამთავრობო კომისია იქმნება
16:07 03.05.2012
საქართველოს მოსახლეობის აღწერის მიზნით საკოორდინაციო სამთავრობო კომისია იქმნება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური უხელმძღავნელებს.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიას 34 წევრი ეყოლება.

კომისიის შემადგენლობაში შევა - ფინანსთა, იუსტიციის, თავდაცვის მინისტრები; სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი; შს მინისტრი; საგარეო საქმეთა და სხვა მინისტრები; ასევე, თბილისის მერი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი.

მთავრობის დადგენილების თანახმად, კომისიის შექმნის მიზანი ქვეყანაში მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება, მისი ორგანიზებულად ჩატარება და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტაა.

კომისიამ მთავრობის სხდომებზე პერიოდულად უნდა წარადგინოს ინფორმაცია მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ.


ბეჭდვა