IRI-ს კვლევით, პარტიულ რეიტინგებში „ნაციონალურ მოძრაობას“ 45% უჭერს მხარს
IRI-ს კვლევით, პარტიულ რეიტინგებში „ნაციონალურ მოძრაობას“ 45% უჭერს მხარს
15:28 03.05.2012
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების თანახმად, პარტიული რეიტინგების ნაწილში „ნაციონალურ მოძრაობას“ 45%, „ქართულ  ოცნებას“ 18%, „ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას“ კი, 9% აქვს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა განუცხადა.

პარტიული რეიტინგების გარდა, IRI-მ კვლევა სხვადასხვა საკითხზე ჩაატარა, თუმცა, მმართველი პარტია კვლევის შედეგებს არ ასაჯაროებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით IRI-ს კვლევები საჯარო მას შემდეგ გახდება, როცა მას ყველა პარტია გაეცნობა.

კვლევა მიმდინარე წლის 20 მარტიდან 6 აპრილის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა სულ 18 წლის ასაკის ზემოთ მყოფი 4006 მოქალაქე.

ბეჭდვა