„ქრისტიან-დემოკრატები“ რუსთავის მოსახლეობას შეხვდნენ
„ქრისტიან-დემოკრატები“ რუსთავის მოსახლეობას შეხვდნენ
14:58 03.05.2012
„ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები დღეს, რუსთავში მარის არხის დასახლების მცხოვრებთა პრობლემებს გაეცნენ.

როგორც „ნიუსპრესთან“ საუბარში ქდმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, ამ დასახლების მოსახლეობას მიწები და ბინები დაკანონებული არა აქვთ. მათ კვადრატულ მეტრზე 10 ლარს სთხოვენ, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა.

„ისინი 40-50 წელია, რაც აქ ცხოვრობენ, ახლა კი, საკუთარი სახლების ხელახლა ყიდვა უწევთ“ - განაცხადა ვეფხვაძემ.

ვიცე-სპიკერმა მოსახლეობის კიდევ ერთ პრობლემას - დასახლების გაზიფიცირებას გაუსვა ხაზი.

ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ამ ადამიანებს საკუთარი სახსრებით უნდა მოუგვაროს გაზიფიცირების პრობლემა. მისი თქმით, ამ საკითხს „ქრისტიან-დემოკრატები“ პარლამენტის სხდომაზე დასვამენ.

ბეჭდვა