საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, „ქრისტიან-დემოკრატიულ“ მოძრაობას საქართველოში
პრობლემების მოგვარების კუთხით, ნდობა გამოკითხულთა 16%-მა გამოუცხადა.
კითხვაზე - რომელი პარტია მოაგვარებს საქართველოში პრობლემებს ყველაზე კარგად - გამოკითხულთა 16%-მა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ დაასახელა, არცერთი - 12%-მა, ხოლო არ იცის - 32%-მა.
კითხვაზე - არჩევნები რომ მომავალ კვირას ტარდებოდეს რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს - საქართველოს მასშტაბით, „ქრისტიან-დემოკრატიულ“ მოძრაობაზე არჩევანი გამოკითხულთა 9%-მა შეაჩერა, 16% არავის მისცემდა ხმას, ხოლო 20%-ს არ აქვს გადაწყვეტილი.
აღნიშნულ შეკითხვაზე თბილისში ხმები ასე გადანაწილდა - „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობა 8%, არცერთი - 12%, არ ვიცი - 22%. სამეგრელოში კი, „ქრისტიან-დემოკრატებს“ არჩევნებში გამოკითხულთ 10% დაუჭერდა მხარს, 3% არავის, ხოლო არ იცის - 21%-მა.
კვლევის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატებს“ ხმას არასოდეს მისცემს გამოკითხულთა 3%, არავის - 7%, ხოლო 34%-მა არ იცის.
IRI-კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის გიორგი თარგამაძე მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთან 66%-ს მოსწონს, თბილისში - 55%-ს, კახეთში - 81%, შიდა ქართლში 76%, ქვემო ქართლში - 33%, სამცხე-ჯავახეთში - 68%, აჭარაში - 74, გურიაში - 67%, სამეგრელოში - 83%, იმერეთში - 81%, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 56%.
