ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 8 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
სერგი კაპანაძემ განუცხადა, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელია.
კაპანაძის განცხადებით, შეხვედრაში მონაწილეობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩიც მიიღებს.
„შეხვედრის დროს რამდენიმე ძირითადი თემა განიხილება, კერძოდ, რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების აღდგენა და ჰუმანიტარული თემა, რაც დევნილთა ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებას გულისხმობს“ – აღნიშნა სერგი მან.
8 ივნისს, რუსული მხრიდან, ჟენევის მოლაპარაკებებს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი დაესწრება.
დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.
