ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიაზე ჟენევის მოლაპარაკებების საკითხზე იმსჯელეს
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიაზე ჟენევის მოლაპარაკებების საკითხზე იმსჯელეს
12:05 03.05.2012
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე ჟენევის მოლაპარაკებებსა და ოკუპირებულ რეგიონებში  არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განუცხადა, რომელიც პარლამენტში მიმდინარე კომისიის სხდომაში მონაწილეობდა.

„დახურულ სხდომაზე საუბარი შეეხებოდა საქართველო–რუსეთის ურთიერთობებს, ასევე, რუსეთის მხრიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ანჟეი ტიშკევიჩის მიმართ გამოთქმულ შეფასებებს. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს“ – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისია დღეს ერთობლივ განცხადებას შეიმუშავებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპარლამენტს გადაეგზავნება. განცხადების დეტალები ჯერ უცნიბია.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის სხდომას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი ესწრება.

ბეჭდვა