"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი ნატალია დვალი გახდა. მას დღეს 79–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პრეზიდენტმა პარლამენტს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა წარუდგინა. საბჭოს წევრის დანიშვნაზე თანხმობის მისაღებად პარლამენტში ნიკოლოზ ნარსიას, ნატალია დვალისა და ლევან ნიჟარაძის კანდიდატურები შევიდა.
პარლამენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე აღნიშნული სამი კანდიდატურიდან ნატალია დვალის კანდიდატურა დაამტკიცა.
ნატალია დვალი 2010 წლიდან დღემდე არასამთავრობო ორგანიზაცია "Nეწ Vისიონ Gეორგია"-ს წევრია, ასევე, 2005 წლიდან დღემდე "ბრიტანული სახლის" დირექტორი, ხოლო 2011 წლიდან დღემდე, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ინიციატივის" დამფუძნებელი და წევრია.
